აჭარა პირველად თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალს ორგანიზებას აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია უწევს.
აჭარაში მეფუტკრეობის დარგი განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია ითვლის. დღეისათვის აჭარა ქვეყნის მასშტაბით თაფლის წარმოების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია.
ფესტივალზე, რომელიც 22 აგვისტოს 12 საათზე გაიხსნება, თაფლის მრავალი სახეობა იქნება წარმოდგენილი. ასევე დაგეგმილია ცვილისგან დამზადებული სკულპტურების გამოფენა, ფოლკლორული ჯგუფების წარმოდგენა და ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.