ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ტურისტულად მიმზიდველ 17 ქალაქსა და დაბაში ორმხრივი მანათობელი დაფები 13 დაბას და ქალქში კი ტურისტული ოიექტების მიმართულების მაჩვენებელი მანშნებლები დამონტაჟდა. განხორიელებული პროექტი ქალაქ გორში ადგილზე დაათვალიერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მისი განცხადებით, მანიშნებლები ტურისტებს კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება.
გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოსთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინსიტრაციამ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზაზა კოშაძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია შიდა ქართლის რეგიონში ტურიზმის დარგის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადმინისტრაციასა და გორის მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარებზე საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარაზაცია და ცნობადობის გაზრდა.