ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაცით, ამჟამად ასფალტის დაგების სამუშაოები ადლიის პირველ ჩიხში მიმდინარეობს. ხელშეკრულების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 3 425 კვ მ ტერიტორიაზე დაიგება. ადლიის პირველი ჩიხის შემდეგ, სამუშაოები მეოთხე ჩიხში გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხიდის მოაჯირების მონტაჟი.
კეთილმოწყობის სამუშაოები ივლისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო7“ ასრულებს.