24 აგვისტოს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართება სს „თელასის“სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა. შეხვედრა საჯაროა და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საქართველოსენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელეროვნულკომისიაშიდაწყებულიასაჯაროადმინისტრაციულიწარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების- დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა.