სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის” რეაბილიტაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც ” ჯი-ეიჩ-ენს” სასტუმროს მენეჯერმა ნინო ისაკაძემ განუცხადა, რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შიდა და გარე ფასადის ცვლილება. ასევე დაემატება ნომრებიც. ამჟამად სასტუმროში სულ 140 ნომერია.
”რენოვაციის პროცესი მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი. არანაირ შეფერხებას ადგილი არ აქვს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დასრულდება”,- განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ “რაკიამ” სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის პირველ ეტაპი 2013 წელს დაიწყო. მისი განახლებისთვის 20-25 მლნ დოლარია განსაზღვრული.