ბათუმში „მეტრო სითის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება. „მეტრო სითის“ მშენებლობის პროცეს პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო და „მეტრო ატლას ჯორჯიას” წარმომადგენლებს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი წარმატებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და აჭარის რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ვიზიტორებისთვის.
"ბატონმა გალიპმა საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი პროექტეის განხორციელება, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯფება. მან უკვე დაასაქმა 800 ადამიანი. ეს მშენებლობა აიწყო თებერვლის თვეში წლს და თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დასრულებულია შავი სამუშაოები და გაისად გაიხსნება ეს კომპლექსი,-" აღნიშნა პრემიერმა. მანვე მადლობა გადაუხადა ინვესტორს -გალიპ ოზთურქს "სოლიდარობის ფონდში" გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.
აჭარაში მსხვილ საინვესტიციო პროექტზე მომუშავე კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ გაყიდვების ოფისი ბათუმში რამდენიმე დღის უკან გახსნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მალე დასრულდება ძირითადი სასტუმრო კორპუსების, ორი 420-ბინიანი აპარტამენტისა და კაზინოს მშენებლობა. 12-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. სასტუმროში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება.
კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ინვესტიცია 600 დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე - 2017 წლის ბოლოს დასრულდება