The Economist Group -მა ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ 2015 წელს ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი ავსტრალიის ქალაქი მელბრუნია. მელბრუნის შემდეგ რეიტინგში ვენაა, ხოლო რეიტინგის მესამე პოზიციაზე კი ვანკუვერი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეიტინგში მოწინავე პოზიციების მფლობელნი კანადური ქალაქები აღმოჩდნენ.
ცხოვრების მაღალი დონის მიხედვით ქალაქების ”ტოპ-5” ასე გამოიყურება:
1. მელბრუნი
2. ვენა
3.ვანკუვერი
4. ტორონტო
5. ადელაიდა
5. კალგარი
ხოლო რაც შეეხება ცხოვრებისათვის ყველაზე დაბალი დონის ქალაქების რეიტინგს, ”ტოპ-5” ასეთია:
136. ტრიპოლი
137. ლაგოსი
138. პორტ-მორსბი
139. დაკა
140. დამასკო.