რაჭაში დამსვენებლების ნაკლებობას უჩივიან. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” სასტუმრო ”შოვის” წარმომადგენელმა განუცხადა, შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებულია.
”შოვის” მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში დამსვენებლები არიან, თუმცა მათ პრობლემას უქმნით ის, რომ ვიზიტორები მხარჯველუნარიანები არ არიან.
სასტუმროში აცხადებენ, რომ ვიზიტორთა უმეტესობა მეზობელი ქვეყნიდანაა და სასტუმროში მხოლოდ ერთ დღეს რჩებიან.
”სულ 50 ნომერი გვაქვს. აქედან 35 -ი ნომერი დაკავებული. შარშან დატვირთვა მეტი იყო. ძირითადად გვყავს ადგილობრივები. ამჟამად სასტუმრო დატოვეს რუსებმა. ქართველებისგან განსხვავებით უცხოელები მხოლოდ ერთ დღეს რჩებიან. რაც შეეხება ფასს, იგივეა შენარჩუნებული, რაც წინა წლებში იყო. მართალია ხარჯი ლარის გაუფასურების გამო გაგვეზარდა, თუმცა სტუმრების შენარჩუნების მიზნით ღირებულებას საკუთარი შემოსავლის შემცირების ხარჯზე არ ვაძვირებთ”, _ აცხადებენ რაჭაში მდებარე სასტუმრო ”შოვში”.
მათ ასევე ”ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბრისას ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ რაჭაში მდგომარეობა რთულად დგას. უამრავ პრობლემათაგან ერთ- ერთია უგზოობა.