აქტივების დივერსიფიკაციისათვის ამერიკული კომპანია Apple Inc. ავსტრალიურ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოუშვას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხზე iPhone-სა და iPad-ის მწარმოებელმა ინვესტორებთან შეხვედრები უკვე გამართა.
როგორც ირკვევა Goldman Sachs Group-ი, Commonwealth Bank of Australia და Deutsche Bank აღნიშნული მოლაპარაკებების ინიციატორად გამოდიან.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრამდე Apple-ი ობლიგაციებს მხოლოდ დოლარში უშვებდა, თუმცა საბოლოოდ ბონდები ევროში, ფუნტ სტერლინგში და შვეიცარიულ ფრანკში განათავსა.