თბილისი, მინისკი და ალმაატა რუსი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე, უახლოესი საზღვარგარეთის ყველაზე პოპულარული ქალაქებია. შესაბამისი ინფორმაცია სასტუმროების ონლაინ დაჯავშვნის სერვისმა Oktogo.ru-მ გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია 2015 წლის 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტურისტების მიერ დაჯავშნილი სასტუმროების მონაცემების მიხედვით. კვლევის ავტორემი მიუთითებენ, რომ საუბარია იმ ტურისტების არჩევანზე, რომლებიც მგზავრობენ ტურსააგენტოების დახმარების გარეშე.
Oktogo.ru მონაცემებით, აგვისტოში ტურების მიხედვით, უახლოესი საზღვარგარეთის ყველაზე პოპულარული ქალაქების ტოპ 10 -ში მოხვდნენ: მინსკი, თბილისი, ალმაატა, კიევი, ერევანი, ბაქო, ასტანა, ბიშკეკი, კიშინიოვი და ტაშკენტი. სამოგზაუროდ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქი ბიშკეკია, სადაც ტურისტები ხარჯავენ სასტუმროებისთვის 1200 რუბლს დღეში. ყველაზე ძვირი ქალაქია ბაქო (6 ათას რუბლზე მეტი). მინსკში სასტუმროში ყოფნისთვის ტურისტები ხარჯავენ საშუალოდ 3 ათასი რუბლი დღეში, თბილისში 3200 რუბლი, ალმაატა 5 ათასი რუბლი.
აგვისტოს თვეში რუსეთიდან ჩასული ტურისტები, რომლებმაც თავად მოაწყვეს დასვენების ორგანიზება მეზობელი ქვეყნების ქალაქებში, რჩებიან საშუალოდ 4 დღე, ხოლო კურორტებზე 9 დღის განმავლობაში.
Oktogo.ru მონაცემებით, ზაფხულის სეზონის ყველაზე ეკონომიური მიმართულება აფხაზეთია (2300 რუბლი დღეში) და საქართველო (2500 რუბლი) ყველაზე ძვირი ყაზახეთი (5 ათასი რუბლი) და აზერბაიჯანი (6 ათასი რუბლი).
უახლოესი საზღვარგარეთის ყველაზე პოპულარული კურორტების ტოპ ხუთეული რუსი ტურისტებისთვის, ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ასეთია: ბათუმი, გაგრა, კლაიპედა, სოხუმი. დასვენებისთვის ყველაზე იაფია სოხუმი (1400 რუბლი დღეში).