ჩინეთი კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთიდან აზერბაიჯანში ხიდის მშენებლობას გეგმავს. გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობა შეიძლება უახლოეს მომავალში დაიწყოს. პროექტის დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ დროისათვის სახმელეთო დერეფნით ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყნებისკენ 100-ჯერ ნაკლები ტვირთი მიდის, ვიდრე საზღვაო გზით. ჩინეთის ლოჯისტიკის ძირითადი ინვესტიციები მიმართულია ”ბირმანის დერეფნისკენ”- დაახლოებით 100 - ჯერ მეტი, ვიდრე ”აბრეშუმის გზის”ინვესტიციაა. იმავე დროს ყაზახეთთან ჩინეთის ტვირთბრუნვამ უკვე გადააჭარბა 17 მილიარდ აშშ დოლარს.
ალმატაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური კონსულის ჩჟან ვეიას განცხადებით, ჩინეთის მხარე მთელ ძალებს მიმართავს ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.