ტურისტული პორტალი Skyscanner-ი იტყობინება, რომ თბილისიდან ყველაზე მინიმალურ ფასად ფრენა თურქეთშია შესაძლებელი, სადაც ფრენის ფასი 77 ევრო.
77 ევრო ეს თბილისი-სტამბულის საორიენტაციო ფასია, რომელსაც ავიაკომპანიები: Atlasglobal-ი და Pegasus Airlines-ი ასრულებენ.
საიტი იტყობინება, რომ თბილისიდან იაფ მიმართულებად ითვლება ასევე ფრენა ქვეყნის შიგნით: ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით სადაც Skyscanner-ის ინფორმაციით ფრენის საორიენტაციო ღირებულება 104 ევროა და ფრენას კი ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი ასრულებს.
შედარებით დაბალი ტარიფითაა ფრენა შესაძლებელი აზერბაიჯანის, კერძოდ ბაქოს მიმართულებით სადაც ყველაზე იაფიანი ფრენა აზერბაიჯანულ ავიაკომპანია AZAL-ს აქვს. ფრენის საორიენტაციო ფასი კი 143 ევროა.
Skyscanner-ის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა ლატვიაა. რიგაში თბილისიდან ფრენის საორიენტაციო ფასი 148 ევროა, ხოლო ამ ფასად კი აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანიები: airBaltic-ი და Ukraine International-ი დაფრინავენ.
რუსეთი Skyscanner-ის ყველაზე იაფიან მიმართულებებში, სადაც ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება, მეხუთე პოზიციაზეა. თბილისიდან რუსეთში ყველაზე იაფი ფრენა მოსკოვის მიმართულებითაა, სადაც S7 Airlines-ი, Ukraine International-ი, airBaltic-ი, Aeroflot-ი და Transaero Airlines-ი 157 ევროდ დაფრინავენ.
უკრაინა, კერძოდ კი ქალაქი კიევი რეიტინგში მეექვსე პოზიციაზეა, სადაც თბილისიდან ფრენა Ukraine International-ის საშუალებით 159 ევროდაა შესაძლებელი.
Skyscanner-ზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე ძვირი ფრენა საფრანგეთის პოლინეზიის მიმართულებითაა. ირკვევა, რომ პაპეეტეში ჩაფრენა 2846 ევროდ შეიძლება, ხოლო ბორა ბორას მიმართულებით ავიაბილეთის საორიენტაციო ღირებულება 7635 ევროა.
Skyscanner-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შიდა რეისების გარდა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი საკმაოდ კონკურენტუნარიანია თელ-ავივისა და პარიზის მიმართულებებზე.