შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში მიმდინარეობს დაუბრკოლებლად, ასევე, გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში.
ფქვილზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში ამის დასტურად სტატისტიკური მონაცემები მოჰყავთ.
,,თუკი 2013-2014 წლებში შემოვიდა 209 ათასი ტონა ხორბალი, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით უკვე შემოვიდა 240 ათასი ტონა ხორბალი. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც” - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, პურ-პროდუქტების კომპანიები პურის ფასის მატებას ლარის კურსს და საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ დაბრკოლებებს უკავშირებენ.