გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა, სადაც ტურისტულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ახგალდგახსნილი წიგნის კუთხეც დაათვალიერა. საქართევლოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე 300 - მდე წიგნი გადაეცა.
წიგნის კუთხე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგელბში მოეწყო. უახლოეს მომავალში წიგნის კუთხე მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება.