დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა -.დღე,რომელიც ერთდროულად სიამაყით და მწუხარებით აღგვავსებს, დღე,რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს მის დაუვიწყარ თავგანწირვას სამშობლოსთვის. ასეთი ვაჟკაცები აძლიერებდნენ ყოველთვის საქართველოს... გმირები არ კვდებიან...გიორგი საქართველოს ისტორიაა და ჩვენი - თითოეული ქართველის სიამაყე...კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი უკვდავი ხსოვნის წინაშე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ფეისბუკის გვერდზე.