ბათუმში ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე #13 საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სამუშაოები მარტში დაიწყო. ამ დროისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. განხორციელდა ახალი შენობის მიშენების სამუშოები. შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ ბაღში 8 ჯგუფი იქნება, რომელიც 240-დან 280-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ამაგი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ბათუმში პარალელურად კიდევ 4 ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.