მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლევა სოციოლოგებმა ჩაატარეს, რომლის მიზანიც იყო დაედგინათ ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ.
აღნიშნული კვლევის შედეგები კი ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება ISAPS-მ გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტ პლასტიკურ ოპერაციას აშშ-ში იკეთებენ.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულია 4 მილიონი ოპერაცია გარეგნობის კორექციისთვის, რაც მსოფლიოში ჩატარებული მსგავსი პროცედურების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეას აქვს პროცედურის ყველაზე მაღლი კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე. ამდენად, ამ ქვეყანაში ათას ადამიანზე 20 ოპერაცია კეთდება. მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე - იაპონია.