დეპრესიით დაავადებულ ამერიკელთა 42% რეგულარული მწეველია, მაშინ როცა იმ პირთა შორის ვინც დეპრესიაში არაა, ასეთი მხოლოდ 22%-ია.
დეპრესიით დაავადებული 10 მწეველიდან ყოველი მესამე დღეში ერთ კოლოფზე მეტს ეწევა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დეპრესიით დაავადებულები თავის ჯანსაღ თანამემამულეთაგან განსხვავებით გაცილებით ხშირად ეწევიან პირველ დილის სიგარეტს გაღვიძებიდან 5 წუთში-51%-30% წინააღმდეგ.
იმასთან დაკავშირებით, რომ დეპრესიულ ავადმყოფებში ასეთი დამოკიდეულებაა თამბაქოს მიმართ, კვლევების ავტორები მოუწოდებენ ექიმებს -ფსიქიატრებს, სამედიცინო ფსიქოლოგებს, ფსიქოანალეტიკოსებს-ძირითადი დაავადების მკურნალობის პროცესში ასევე ყურადღება მიაქციონ პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას; ისინი აუცილებლად საჭიროებენ გამოკვლევებს გულსისხძარღვთა და რესპირატორული დაავადებების მხრივ.