ბათუმის მერიის "სამთო ახალგაზრდული ბანაკის“ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა რაჭასა და სვანეთში დაისვენეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მათ საშუალება ჰქონდათ, 8 დღის განმავლობაში ესწავლათ ტურისტული ტექნიკის გამოყენება, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ შეჯიბრებებში, ლაშქრობებში, ინტელექტუალურ-შემოქმედებით საღამოებში.
პროგრამაში მონაწილე მესამე ჯგუფი ყაზბეგში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.