ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა რქოსანი პირუტყვი დააკავა და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საქონელი ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.
”პირუტყვის უმეთვალყურეოდ გამოშვებისათვის, მათი მეპატრონეები თითო სულზე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ექნებათ პირუტყვის უკან წაყვანის უფლება”,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.