შავი ოქროს ფასი ეცემა. WTI მარკის საწვავის ღირებულებამ 1,27 დოლარით დაიკლო და ბარელის ფასი 41,96 დოლარით განისაზღვრა.
Brent-ის მარკის საწვავის ღირებულებამ კი 48,59 დოლარი შეადგინა, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 1,22 დოლარით ნაკლებია.
ნავთობის ფასის დაცემა ნავთობმოპოვების მაჩვენებლისა და აშშ ენერგეტიკული მარაგის გაზრდას უკავშირდება.