ამერიკელმა ინვესტორმა და მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, მის კუთვნილებაში არსებული ჩინური ინტერნეტ გიტანტის Alibaba-ს აქციათა დიდი ნაწილი გაყიდა.
როგორც ირკვევა, ფონდმა „Soros Fund Management“-მა, რომელიც Alibaba-ს 370 მლნ დოლარის ღირებულების აქციას ფლობდა, საკუთარი წილი კომპანიის აქციებში 4,9 მლნ დოლარამდე შეამცირა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს Alibaba-მ, აშშ-ს ისტორიაში უმსხვილესი IPO განახორციელა, სააუბარია ბირჟაზე 25 მლრდ დოლარის ღირებულების აქციების განთავსებაზე.