ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან ხელისუფლებას მევენახისთვის სრულად დახმარების გაწევა არ შეუძლია.
” სუბსიდირების თემა ეს არ არის მარტივი საკითხი. თუ ეს ეპიზოდური, კამპანიური ხასიათისაა იგი ვერასდროს
მიზანს ვერ აღწევს. მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ინტერესს აკმაყოფილებს. ამით იმ დარგში არაფერი იცვლება. იგივე იქნება დღესაც.
თუ ხელისუფლება შესყიდვის სუბსიდირებას ახდენს, იგი ვერ შეძლებს მთლიანობაში მთელი მოსავლის ყიდვას.
გამოდის, რომ რაღაც ფორმით აირჩევა მწარმოებლები და დახმარება მხოლოდ ნაწილს გაეწევა. საბოლოო ჯამში სოფელი, ვენახები იგივე მდგომარეობაში დარჩება. ამ მიდგომით პრობლემას ვერ მოაგვარებენ”, _ აცხადებს დემურ გიორხელიძე.