2015 წლის იანვარ-ივლისში,წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია.
ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.