თბილისი - რუსთავის 18-კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პირველ მონაკვეთზე უკვე დასრულდა მიწის სამუშაოები და როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მიმართულებაზე-ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ, წყალგამტარი მილების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მიმართულებაზე.
პროექტის ღირებულება 96 მილიონ 685 ათას 218 ლარია. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს