ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” როსტოვის მიმართულებით ფრენას ზეგ, 14 აგვისტოს, დაიწყებს.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ” აირზენას” გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, რეისი კვირაში ერთხელ, პარასკევობით შესრულდება.
ბაზრის დაკვირვების შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა ფრენის სიხშირეც გაზარდოს. როსტოვის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 150 ევროდან იქნება.