დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებზე ისაუბრებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 1 ივლისს გაიმართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 5.00%-დან 5.50%-მდე გაიზარდა.
მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, მასზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა.