ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2980 ლარია, ხოლო 1 ევრო/2.5356 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0044 პუნქტით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0182 პუნქტით გაუფასურდა.
11 აგვისტოს მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3024 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.5174 ლარი ღირდა.