გამოცდილება, რაც გააჩნია ,,ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ სერიოზული დისკომფორტის მატარებელი შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის, თუ დროულად არ მიიღებს ადექვატურ ზომებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ლარი, ეს ერთ- ერთი თემაა, რომელზეც მუშაობს დღევანდელი ოპოზიცია.
,,ლარი, ეს ერთ- ერთი თემაა იმ ჯაჭვისა, რომელზეც მუშაობს დღევანდელი ოპოზიცია, რომ მოსახლეობაში შექმნან უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს პრობლემაა და ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ზოგიერთი ამას ძალიან მარტივად უყურებს, თუ გავითვალისწინებთ ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, რომელიც არის ფლაგმანი ამ ოპოზიციურ სპექტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ ძალებს აქვს პრეტენზია, რომ ისინი არიან ოპოზიცია. ისინი არიან უბრალოდ პაიკები ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ. ეს ყველაფერი, ის გამოცდილება, რაც მათ გააჩნიათ საკმაოდ სერიოზული დისკომფორტის მატარებელი შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს ადექვატურ ზომებს”, - განაცხადა მეჭიაურმა.