კანადელებს სურთ შექმნან ლიფტი კოსმოსამდე.
კანადელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ცხოვრებაში განახორციელონ სამეცნიერო ფანტასტიკის კიდევ ერთი გამონაგონი - ლიფტი კოსმოსში სამოგზაუროდ. კანადურმა ჰოლდინგმა Thoth Technologies-მა უკვე გამოხატა მტკიცე განზრახვა შეიმუშაოს და ააშენოს კოშკი-ლიფტი კოსმოსში. უახლოეს წარსულში ლიფტი კოსმოსურ სივრცეში იყო მწერალთა ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ მიმდინარე 2015 წლის დასაწყისიდან ლიფტი კოსმოსში შეიძლება გახდეს კაცობრიობის საშუალო ვადიანი პერსპექტივა. გარდა კანადელი მეცნიერებისა, კოსმოსური ლიფტის შექმნაში მონაწილეობას გეგმავენ იაპონელი მეცნიერები. სამშენებლო სამუშაოების დასრულების სავარაუდო დრო - 2050 წელია. კანადელ მეცნიერებს მომავალი ლიფტი კოსმოსში წარმოუდგენიათ, როგორც თავისებური სახის კოშკი, რომლის სიმაღლე მიაღწევს 20 კილომეტრს. კოშკის ზემოთ იგეგმება მრავალფუნქციური პლათფორმის აღჭურვა, რომელის გამოიყენება მოხდება როგორც ტურისტული მიზნებისთვის , ასევე როგორც ერთგვარი სასტარტო მოედანი კოსმოსური ხომალდების მისაღებად და ასაფრენად.