კომპანია Nico Gerard-მა ორმხრივი მაჯის საათი - Pinnacle გამოუშვა. როგორც უცხოური მედია წერს, მოწყობილობის ერთ მხარეს განთავსებულია მექანიკური საათი შავი ან ცისფერი კლასიკური ციფერბლატით. სამაჯურის საკრავთან ახლოს მწარმოებელმა თანამედროვე გაჯეტი ”ჩააშენა”. შვეიცარიულმა კომპანიამ მომხმარებლებს ასევე შესთავაზა საათის ახალი ვერსია 18 კარატიანი ოქროთი და წითელი ციფერბლატით.
ირკვევა, რომ ”ჰიბრიდს” სამაჯურის საპირისპირო მხარეს ”ჭკვიანი საათი” აქვს.
მწარმოებლის განცხადების თანახმად Nico Gerard Pinnacle ფასი მერყეობს 9,3-112 ათას დოლარს შორის.