დასვენებისათვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანები დასახელებულია. ბრიტანეთის სტატისტიკური მონაცემების ეროვნულმა ინსტიტუტმა Office for National Statistics (ONS) ტურისტული სეზონის მიმართულების ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების რეიტინგი შეადგინა.
ექსპერტებმა გამოითვალეს, თუ რა დაუჯდებათ ტურისტებს ერთი დღე, რომელსაც ისინი დასასვენებლად პოპულარულ ქვეყანებში გაატარებენ. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2015 წლის ზაფხულის დასვენების გასატარებლად ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა კარიბის ბარბადოსია. აქ ტურისტებს დღეში დაახლოებით 168 დოლარის დახარჯვა მოუწევთ. რეიტინგის მეორე ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები აღმოჩნდა (156 დოლარი), მესამე ადგილი ჩეხეთმა და ავსტრიამ გაინაწილეს. სადაც მოგზაურებისათვის ერთი დღე 142 დოლარია საჭირო. რეიტინგში მათ შემდეგ მოდის შვეიცარია (140 დოლარი) და ბელგია (136 დოლარი).
ტურისტები აშშ-სა და ლუქსემბურგში დღეში 134 დოლარს დახარჯავენ. რეიტინგში მეცხრე ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა (125 დოლარი).
2015 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების სიას ჰონკონგი ასრულებს (120 დოლარი). რეიტინგის შედგენისას სპეციალისტები ითვალისწინებდნენ ტრანსპორტის ხარჯს დანიშნულების ობიექტამდე, სასტუმროებში განთავსებისა და სხვა მიმდინარე ტიპიურ ხარჯებს. გაანგარიშების დეტალურ მეთოდოლოგიას ONS არ ამჟღავნებს. როგორც ცნობილია, სამოგზაურო ინდუსტრიის პროფესიონალები რეგულარულად ითვლიან ამა თუ იმ ტიპის დასვენების საშუალო ღირებულებას. მაგალითად ივნისში დასახელდა ყველაზე ძვირადღირებული და მაღალ ბიუჯეტიანი ქალაქების სია გამოსასვლელი დღეების გასატარებლად.