3-7 მაისს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც ლონდონსა და მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.
მისიის შემადგენლობა საკმაოდ მცირერიცხოვანია, ის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებისგანაა დაკომპლექტებული და მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ხელმძღვანელობს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური სადამკვირვებლო მისია 3, 4, 5 მაისს გამართავს შეხვედრებს სამივე (ლეიბორისტული, ლიბერალურ-დემოკრატიული, კონსერვატული) პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წევრებთან; 6 მაისს განახორცილებს არჩევნებზე დაკვირვებას, ხოლო 7 მაისს გამართავს შემაჯამებელ პრესკონფერენციას ლონდონში.