რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ფინანსთა სამინისტროს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტს დაჰპირდა.
"ვი-თი-ბი" ბანკი უკრაინის ფინანსთა სამინისტროს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დღეს სოჭში უკრაინა-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთარობოთაშორისი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.