დრამატული მოვლენების ფონზე საბერძნეთში საბანკო არდადეგები სრულდება. ხელისუფლების დაპირების თანახმად, ბანკები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს უნდა გაიხსნას, თუმცა საბანკო მომსახურების განახლების შესახებ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ბანკების დროებით დახურვის გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობამ ორი კვირის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისის გამო პანიკაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ბანკებიდან დიდი რაოდენიბის თანხების გატანა დაიწყო.