ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლა ეკონომიკის დასტაბილურებას გამოიწვევს, - აღნიშნულ თემაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ ბრიფინგი გამართა.
ორგანიზაციის ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის განცხადებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ აანალიზებს ტურიზმში მიმდინარე პროცესებს და მიიჩნევს, რომ ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დაასტაბილურებაში და იმ საგარეო ნეგატიურ ფაქტორების გაანაიტრალებაში, რომელიც დღემდე არსებობს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 986 366 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ეს
ციფრი 2%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩენებელთან შედარებით. რაც სავსებით ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული კრიზისი ფაქტობრივად ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას შეეხო, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ვიზიტორების 91% კი სწორედ მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ შემოსულნი.
მაგრამ სურათი განსხვავებულია 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, რომლის თანხმადაც ვიზიტორების რაოდენობა 6 თვეში, 3.5%–ით აღემატება 2014 წლის 6 თვის მონაცემებს.
აღსანიშნავია რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამაც გარკვეული როლი ითამაშა ტურისტული ნაკდების გადანაწილებასა და ტოპ ქვეყნების რეიტინგში ქვეყნების განლაგებაზე. მაგალითად ირანი რომელიც მეექვსე პოზიციას იკავებდა, რეიტინგში მეათე ადგილას გადავიდა, ჩინეთი და ერაყი კი საერთოდ აღარ ხვდებიან ტოპ 15 ქვეყანას შორის. მათი ადგილი რეიტინგში ლიტვამ და ბელორუსმა დაიკავეს. ბოლო პერიოდში ვიზიტორების შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება გერმანიიდან, პირველი კვარტლის მონაცემებით გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა 64%–ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება ბელორუსის, ყაზახეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებებიდან, პირველი კვარტლის მონაცემებით მათი ზრდა შესაბამისად 39%, 29%, 14%–ს შეადგენს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათი წილი მთლიან რაოდენობაზე 3%–ს არ აღემატება.2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ტოპ 15 ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
აზერბაეჯანი 283 504 ვიზიტორი, თურექეთი 261 756, სომხეთი 228 305, რუსეთი 123 109, უკრაინა 23 608, გერმანია 6 101, ყაზახეთი 4 953, აშშ 4 731, პოლონეთი 3 188, ირანი 3 018, გაერთიანებული სამებო 2 778, ბელარუსი 2 662, საბერძნეთი 2 526, ისრაელი 2 617, ლიტვა 2 294 ვიზიტორი.“
განაცხადა ბაირახტარმა და დასძინა, რომ ერთმა ტურისტმა ქვეყანაში საშუალოდ 225 $ დატოვა. „რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსულ უცხოურ ვალუტას, 2015 წლის პირველ კავრტალში ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ ქვეყანაში 225$ დატოვა, ჯამში 241 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ტურისტების აქტივობა როგორც წესი პირველი კვარტლის შემდეგ უფრო მძაფრდება, რასაც ემატება თბილისის 2015 წლის ოლიმპიადა, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად უნდა ვივარაოდოთ, რომ ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება თითოეული ვიზიტორის მიერ ქვეყანაში დატოვებული უცხური ვალუტის რაოდენობაც, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. „ აღნიშნა ბაირახტარმა პრეს–კლუბში სტუმრობისას.