სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპესაციების გაცემის პროცესი დღეიდან იწყება. მათ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს სპეციალური განცხადებთ უნდა მიმართონ. დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყვნენ. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურება ჯერჯერობით მხოლოდ იმ ოჯახებისთვის მოხდება, რომლებიც პირველ კატეგორიაში შედიან.