ხვალ, 7 ივლისს, 10:00 საათზე, "საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე,
გამართავს პრესკონფერენციას "უეფა"-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის
გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და
აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების შესახებ.
პრესკონფერენციას დაესწრებიან აღნიშნულ ღონისძიენაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურის
წარმომადგენლები (შსს, თბილისის მერია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური,კომუნიკაციების
ეროვნული კომისია).
პრესკონფერენციის თემა: უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო გამოყენება,
მატჩის ბილეთების უნებართვო გაყიდვა.