თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ სამგორის რაიონის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან ერთად მოსკოვის გამზირზე მე-V კვარტალში მშენებარე საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა ყოფილი 128-ე ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდა.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა, მშენებლობის დასრულება 2015 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
,,6 000 კვ.მ. მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა შენდება, რომელიც 1 600 კვ.მ-ს მოიცავს, დანარჩენ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გამწვანების ზოლი მოეწყობა.
ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შეიქმნება აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი, მთლიანობაში კი ბაგა-ბაღი 500-მდე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიცემას შეძლებს“,- განაცხადა ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა.