რძისა და რძის პროდუქტების ზედმეტი მოხმარება მავნებელია. შესაბამისი დასკვნა ჰარვარდელმა მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ჩაატარეს კვლევა, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ რძის ყველა პროდუქტი ბავშვებისთვის სასარგებლო როდია. პედიატრ დევიდ ლუდვიგის თქმით, თუ რძე შეიცავს შაქარს ან სხვა დამატკბობელს, ის მავნებელია.
ამის გარდა, მეცნიერი მიიჩნევს, რომ დღის განმავლობაში რძის პროდუქტების მიღება უნდა შემცირდეს.
ბავშვისთვის განსაკუთრებით მავნებელია შოკოლადის შემცველი უცხიმო რძე. მის შემადგენლობაში კალორიების ძირითადი ნაწილი ცხიმებსა და შაქარზე მოდის. ერთი ჭიქა ცხიმგაცლილი ერთპროცენტიანი რძე ას კალორიას შეიცავს.
სპეციალისტების აზრით, უმჯობესია, რძის რაციონი სხვა პროდუქტებით შეიცვალოს, რომლებშიც კალცი შედის. რძის მოხმარების შემცირება შესაძლებელია რაციონში ლობიოს, კაკლის, თხილისა და მწვანილის დამატებით. რაც შეეხება მოზრდილებს, რძე მავნებელია მათთვის, ვისი ორგანიზმიც რთულად შეიწოვს ლაქტოზას. ამ დროს ადამიანს აწუხებს დიარეა, მუცლის შემობერვა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა.