დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია თბილისში თეატრალური აფიშების გასაკრავი საინფორმაციო ჯიხურების დასამზადებლად ტენდერს აცხადებს.
მერიის ინფორმაციით, წინადადებების მიღების ბოლო ვადა 21 ივლისია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 75 343 ლარია
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 0322 72 22 22 დარეკით შეეძლებათ.