გაზსადენის გაფართოების სამუშაოები განახლდა, გაფიცვა დასრულებულია. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” პროფკავშირებიდან ატყობინებენ.
,,გარდაბანში, კონსორციუმ "BP"-ს კონტრაქტორი კომპანიის 400-მდე მუშის გაფიცვა, რომელიც დილის 8 საათიდან მიმდინარეობდა, თანამშრომელთა სასარგებლოდ დასრულდა. მოლაპარკებებში ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაც ჩაერთო. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ადმინისტრაციის, მუშების და პროფკავშირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მუშათა ყველა მოთხოვნა ადმინისტრაციამ გონივრულად მიიჩნია და მათი დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ აიღო ვალდებულება 10 ივლისიდან დააზღვიოს ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობა, ზეგანაკვეთური ანაზღაურება გაიზარდოს სამჯერ და მუშებს დამატებით მიეცეთ დასვენების დღეები. მოლაპარაკებები სხვა საკითხებზე პროფკავშირების ორგანიზებით კვლავ გაგრძელდება” - აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთა, გაზსადენზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან გაიფიცნენ.