მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს, თუმცა რა ტიპის ცხოველზეა საუბარი, ამ ეტაპზე გაურკევველია.
გვიან ღამით, საძიებო სამუშაოების გამო, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვი გაუშვეს.
ამ დროისთვის, მტკვარზე მასშტაბური გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდიანრეობს.
თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა.
სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.
ორთაჭალაჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1 ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება.