კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ინფორმაციით, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N1-თან, ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 300 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი, რის გამოც ამ დროისთვის აბანოთუბნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სადიაგნოსტიკო და საავარიო ბრიგადები. მიმდინარეობს ავარიის ხარისხის დადგენა, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები.
წყლის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვს გორგასლის ქუჩის მცირე ნაწილს, ასევე, აბანოსა და ახუნდოვის ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებს როდის დასრულდება ტექნიკური სამუშაოები.