სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა სვეტა ნიორძემ განმარტა, ძლიერი წვიმა ძირითადად მთიან და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი, თუმცა რაიმე საშიშროებას არ ელოდებიან.
,,ამაღამ და ხვალ საღამოს ძლიერი წვიმის შესაძლებლობა არსებობს, უფრო მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მაგრამ საგანგაშოს და საპანიკოს არაფერს ვფიქრობთ. თუმცა 23 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი და ქარის კვალური გაძლიერება კვლავ შენარჩუნდება”, _განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც სვეტა ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განმარტა აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 31-36 გრადუსამდე გათბება, დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 25-30 გრადუსამდე მოიმატებს.
ნიორაძის განმარტებით, მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება თბილისში სადაც ჰაერი 33-36 გრადუსამდე გათბება.