ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად, მარნეულის რაიონის სოფელ თამარისი დაზარალდა.
სტიქიის შედეგად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები, დაზიანებულია სახლის სახურავები.
ამ დროისთვის სოფელს არ მიეწოდება დენი და გაზი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, შექმნილია სპეციალური კომისია რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.