მოხალისეებისათვის ტეტანუსის უფასო ვაქციანაცია გრძელდება. პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი 24- საათიან რეჟიმში მუშაობს. აცრები უტარდებათ იმ მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის ზონებში მუშაობდნენ და რაიმე სახის დაზიანება მიიღეს. ზოგიერთი მათგანი ვაქცინას პრევენციის მიზნითაც მიმართავს.