ფალიაშვილის ქუჩაზე ცხოველის ხმა გაიგეს. მოქალაქეებმა მაშველები გამოიძახეს, თუმცა სამძებრო სამმსახურის თანამშრომლებმა მტაცებელი ფალიაშვილის 6 ნომერში მდებარე სარდაფებში ვერ აღმოაჩინეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს არასრულწლოვნების ბოროტი ხუმრობა იყო. ბავშვებმა ვეფხვის ხმა ტელეფონში ჩაიწერეს და ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ. მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.