გაწმენდითი სამუსაოების პარალელურად, დედაქალაქსა და მის მიდამოებში ვეფხვის ძებნა გრძელდება. მტაცებელს წყნეთში გვიან ღამემდე ეძებდნენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე 112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე პირმა ვეფხვის ხმა გაიგო და 112-ში დარეკა. სპეცრაზმი წყნეთში გვიანობამდე მუშაობდა, თუმცა ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ვერ მიაგნეს.