თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 6 დღე გავიდა. 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა, მათ შორის მოხალისეები, ჯარისკაცები და შესაბამისი უწყებები – სტიქიით დაიზიანებულ ყველა ლოკაციაში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ზოოპარკსა და მზიურის პარკში პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. შედეგად, მზიურის ტერიტორიაზე პირველ გვირაბთან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შესვლა მოხერხდა.